დიდი ბრიტანეთის მეფე, ჩარლზ მესამე საავადმყოფოში გადაიყვანეს კიბოს მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.
ბუკინგემის სასახლეში განაცხადეს, რომ მონარქი გაწერეს საავადმყოფოდან მოკლე დაკვირვების შემდეგ, თუმცა ის იძულებული გახდა, გაეუქმებინა ბირმინგემში დაგეგმილი შეხვედრები.
„კიბოს მკურნალობასთან დაკავშირებით დღეს დილით დაგეგმილი და მიმდინარე სამედიცინო პროცედურების შემდეგ, მეფეს დროებით გამოუვლინდა გვერდითი მოვლენები, რის გამოც საჭირო გახდა საავადმყოფოში ხანმოკლე დაკვირვება“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები