საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პაატა სალია გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გეგმას, შეიტანოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე.
მისი თქმით, ხელისუფლება ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოცილებას ეცდებოდა იმისთვის, რომ კონსტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს შესაძლებლობა მისცემოდა რეალურად ჩართულიყვნენ ქართულ პოლიტიკაში.
„ის დანაპირები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მისცა თავის ამომრჩეველს, იყო ის, რომ ყველანაირად ეცდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოეცილებინა საქართველოს პოლიტიკიდან იმისათვის, რომ სხვა ოპოზიციურ ძალებს, კონსტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს, შესაძლებლობა მისცემოდათ რეალურად ჩართულიყვნენ ქართულ პოლიტიკაში“, – აღნიშნა სალიამ.
კომენტარები