აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი და მისი მეუღლე, უშა ვენსი გრენლანდიაში ჩავიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში ისინი გაეცნობიან არქტიკაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მდგომარეობას და შეხვდებიან ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს.
26 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს სჭირდება გრენლანდია.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ გრენლანდიაში ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსის დაგეგმილი ვიზიტი აუცილებელია, რათა „მათ იცოდნენ, რომ გრენლანდია ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“.
„ჩვენ გვჭირდება გრენლანდია საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვჭირდება ის. უნდა გვქონდეს ის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კომენტარები