პრეზიდენტ აბსოლუტურად სჯერა, რომ გრენლანდია უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია, არა მხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ მსოფლიოსთვის და, რა თქმა უნდა, გრენლანდიის ხალხისთვისაც, – განაცხადა გრენლანდიაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.
„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ მიაჩნია, რომ სამხედრო ძალა იქნება საჭირო, მაგრამ მას აბსოლუტურად სჯერა, რომ გრენლანდია უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია, არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ მსოფლიოსთვის და, რა თქმა უნდა, გრენლანდიის ხალხისთვისაც“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
კითხვაზე, შემუშავებულია თუ არა გეგმები გრენლანდიის სამხედრო ძალით ხელში ჩასაგდებად, ჯეი დი ვენსმა მიანიშნა, რომ მოქმედებამდე თეთრი სახლი თვითგამორკვევის შედეგებს დაელოდება.
„ჩვენ გვჭირდება ეს ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებისთვის და ჩვენი აზრით, ის, რაც მოხდება, არის ის, რომ გრენლანდიელები თვითგამორკვევის გზით აირჩევენ დანიისგან დამოუკიდებლობას, შემდეგ კი ჩვენ გრენლანდიის ხალხთან გვექნება საუბარი. ასე რომ, ვფიქრობ, მომავალზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ სამხედრო ძალა ოდესმე იქნება საჭირო“, – განაცხადა მან.