ბელგოროდის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 3-4 კილომეტრით წინ წაიწიეს. წერს უკრაინული მედია.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის არმიამ კურსკის ოლქის გარეთ უკრაინის პოზიციებზე ზეწოლის შესამცირებლად „გარკვეული ნაბიჯები“ გადადგა.
ანალიტიკოსების აზრით, უკრაინული ძალების ოპერაცია შესაძლოა მიმართული იყოს რუსული ჯარების ყურადღების გადატანაზე, რომლებიც კურსკის რეგიონში აქტიურ სამხედრო ოპერაციებს აწარმოებენ.
კომენტარები