სტამბოლში ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრების წინააღმდეგ აქცია დაიწყო. მიტინგი ოპოზიციური პარტიის მიერაა ორგანიზებული.
„სახალხო რესპუბლიკური პარტია“ და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ სტამბოლის მერის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, 1900-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია.
სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს.
კომენტარები