პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი, სოზარ სუბარი „ქრონიკასთან“ დეტალურად ასახელებს იმ მიზეზებს, თუ რატომ არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი პოლიტიკაში.
„ადამიანების წამება, მკვლელობები ქუჩაში, სამართლიანი სასამართლოს გარეშე გადავსებული ციხეები, საკუთრების უფლების გაუქმება და ერთი პირის ხელში მოქცევა, მედია კონტროლი, ჟურნალისტების ცემა, დაპატიმრებები, რომლის კულმინაციაც იყო „იმედში “ შეჭრა და განადგურება და 2008 წლის აგვისტოს ომი, როგორც სამშობლოს წინაშე ჩადენილი ღალატის კულმინაცია. რაც ვთქვით, საკმარისია იმისთვის, რომ რეჟიმიც და მისი წამყვანი პოლიტიკური თანამდებობის პირები გასამართლდნენ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ აიკრძალება – მმართველი პარტია წინა საარჩევნო დაპირების შესრულებას იწყებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში საქმიანობას განაგრძობს.