საფრანგეთის სასამართლო ულტრა მემარჯვენე პარტიის, „ეროვნული ერთობის“ ლიდერის, მარინ ლე პენის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს.
სასამართლო გადაწყვეტს, დაუყოვნებლივ აეკრძალოს თუ არა ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება და არჩევნებში მონაწილეობა 5 წლის განმავლობაში. თუ სასამართლო ლე პენს დამნაშავედ ცნობს და პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, პოლიტიკოსი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ვეღარ იყრის.
ლე პენს ბრალი ევროკავშირის ფონდების უკანონო მითვისებასა და არამიზნობრივად გამოყენებაში ედება.
კომენტარები