გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის, იენს-ფრედერიკ ნილსენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები გრენლანდიას ვერ მიიღებს.
გრენლანდიის პრემიერმა ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპასუხოდ გაავრცელა. ტრამპმა თქვა, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიას 100%-ით მიიღებს.
„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ის ვერ მიიღებს გრენლანდიას. ჩვენ არ ვეკუთვნით სხვას და თვითონ განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს“, – აღნიშნა იენს-ფრედერიკ ნილსენმა.
კომენტარები