ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ 9 აპრილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაზე რადიკალების რეაქციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „36 წლის წინათ და ახლაც სხვადასხვა დროშით საქართველოს გაშმაგებით ებრძვიან სხვადასხვა უცხო ძალები, მაგრამ მათ გარანტირებული ფიასკო ელით“.
აბაშიძის თქმით, სხვადასხვა ვალუტის მადიდებელი მარგინალი ნაცავაზაკები და მათი ნეოკოლონიალისტი მპყრობლები ვერაფერს დააკლებენ საქართველოს სუვერენიტეტს, მის მშვიდობიან გამთლიანებასა და განვითარებას.
„უსამშობლოები ვითომ ამუნათებენ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, რომ 9 აპრილთან დაკავშირებით მან “უცხოური ძალა” ახსენა. დიახ, 36 წლის წინათ და ახლაც სხვადასხვა დროშით საქართველოს გაშმაგებით ებრძვიან სხვადასხვა უცხო ძალები, მაგრამ მათ გარანტირებული ფიასკო ელით.
ვერც ტანკებით, ვერც შავბნელი ფულით, ვერც ე.წ. სანქციებითა და ვერც ე.წ. რეზოლუციებით თავისუფლებისმოყვარე ქართველ ერს ვერცერთი დამპყრობელი გარე ძალა ვერ გატეხს.
სხვადასხვა ვალუტის მადიდებელი მარგინალი ნაცავაზაკები და მათი ნეოკოლონიალისტი მპყრობლები ვერაფერს დააკლებენ საქართველოს სუვერენიტეტს, მის მშვიდობიან გამთლიანებასა და განვითარებას.
ჩვენი სამშობლოსთვის თავგანწირულ მამულიშვილთა ხსოვნა უკვდავია, ღმერთმა გაანათლოს მათი სულები!“, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.