საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი “კვირასთან” პირველ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, ის საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს. ოხანაშვილი არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში იმყოფება. მისი თქმით, რამდენიმე სახელმწიფოში სამსახურებრივი შეთავაზება აქვს და მისი გამგზავრება სწორედ ამას უკავშირდება.
„სამსახურებრივი შემოთავაზებები მაქვს რამდენიმე ქვეყანაში და ამ საკითხებზე ვმუშაობ. ჯერ არ ვაპირებ დაბრუნებას. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, დავბრუნდები“, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
მან სამშობლოდან გაქცევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სასაცილო უწოდა.
შეგახსენებთ, რომ სოსო ოხანაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურას ჩვენება მისცა. საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ ილია მეორის დაცვის ყოფილი უფროსი ბრალდებული დეკანოზის თანამზრახველია. ირაკლი მამალაძე ამტკიცებს, რომ სოსო ოხანაშვილისა და დაცვის სამსახურის სხვა წევრების მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს და მათ წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას.
ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 მაისს იწყება.
რა გეგმები აქვს გერმანიაში სოსო ოხანაშვილს?
2017/05/03 14:41:13
კომენტარები
ნანახია: 1702 ჯერ