უნდათ, რომ პოლიტიკოსები და ძალოვანებიც დაასანქცირონ და ამით შექმნან განცდა, რომ აქ ყველა დასანქცირებულია და ამიტომ, მათი ჭკუით, ადვილი იქნება რევოლუციის მოწყობა და აგენტურის დასმა, – განაცხადა იასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებისთვის რადიკალური ოპოზიციის მცდელობების შეფასებისას.
„დაძრწიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ იქნებ, ვინმე თავის პატრონს თავი მოაწონონ, რაღაც ინფორმაცია, ტყუილ-მართალი ჩაუტანონ და ამით შემდეგ მოხდეს ცალკეული პირების დასანქცირება. უნდათ, რომ პოლიტიკოსები და ძალოვანებიც დაასანქცირონ და ამით შექმნან განცდა, რომ აქ ყველა დასანქცირებულია და ამიტომ, მათი ჭკუით, ადვილი იქნება რევოლუციის მოწყობა და აგენტურის დასმა. აგენტურა რისთვის უნდათ? – როგორც 20023-2012 წლებში ჰქონდათ, ყველაფერი სისაძაგლე ჩაადენინონ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ოპოზიცია აღიარებს, რომ სხვადასხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში ცდილობს, საქართველოს წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს.