ვიხილეთ მათი გამოსვლები კონგრესში, როდესაც საკუთარ სამშობლოს აბეზღებდნენ და მეტი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, როდესაც ასეთი ფორმებით, ნაბიჯებით აზარალებ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენელთა მორიგი აღიარების კომენტირებისას.
„ჩვენ ვიხილეთ, მათ მიერ როგორ ხდებოდა საიდუმლო წერილების გაგზავნა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მისამართით. როგორ ეხვეწებოდნენ, ემუდარებოდნენ, როგორღაც საქართველო დაებლოკათ სხვადასხვა მოლაპარაკებაში, შეეჩერებინათ ჩვენთვის ფინანსური დახმარება. ვიხილეთ მათი გამოსვლები კონგრესში, როდესაც საკუთარ სამშობლოს აბეზღებდნენ და მეტი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, როდესაც ასეთი ფორმებით, ნაბიჯებით აზარალებს საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს“, – განაცხადა სოსიაშვილმა.
ოპოზიცია აღიარებს, რომ სხვადასხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში ცდილობს, საქართველოს წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს.