ნაძალადევის რაიონში, მუხრანის სატუმბო სადგურში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, წყალსადენის 500 მმ-იანი მაგისტრალური ქსელი დაზიანდა.
ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სამუშაო ჯგუფები და დაზიანების აღსადგენად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, საღამოს 23:00 საათამდე, გეგუთის, სვირის, მირზაანის, თოდრიას და მიმდებარე ქუჩებს, ლოტკინის დასხლებას და ივერთუბნის დასახლების ნაწილს წყალმომარაგება შეზღუდული აქვს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
2017/05/04 16:48:24
ნანახია: 1450 ჯერ