თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დროს სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მომსახურება მოსახლეობისთვის ფასიანი ხდება.
”ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოქმედებს კანონით დადგენილი ნორმების მიხედვით და მისი სერვისით თითოეული მოქალაქე უფასოდ სარგებლობს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, არ აჰყვნენ ასეთი სახის იაფფასიან განცხადებებს და კითხვის გაჩენის შემთხვევაში, სწორი ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ დაუკავშირდნენ შესაბამის უწყებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები