“ქრონიკა +”ის ყოფილი ჟურნალისტი ელისო კილაძეს ამხელს – ამ სათაურით გამოაქვეყნა დღეს სტატია “რეპორტიორმა”.
“ქრონიკა +”-ის ყოფილი ჟურნალისტი ინტერვიუში, გამოცემის ჟურნალისტზე მაკა მოსიაშვილზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
“2007 წლის 20 აპრილს მაკა მოსიაშვილი გაასამართლეს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლით და გათავისუფლდა 2012 წელს.
უფრო მეტს გეტყვით: მაკა მოსიაშვილმა ციხეში ყოფნის პერიოდში ციხის ადმინისტრაციასთან დაასმინა თავისი თანამესაკნეები, რის შემდეგაც რამდენიმე მათგანის მიმართ კვლავ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და დამატებითი სასჯელი განესაზღვრათ.
სხვათაშორის, მაკა მოსიაშვილი თელავში ქუჩაში წესიერად ვერ გადის, იმდენი ხალხი ყავს „გადაგდებული” და როგორც ვიცი, ბევრი მათგანი ჩივილს აპირებს. ეგ საერთოდ ვის მორალზე ლაპარკობს, მის შვილებს მამა ზრდის, იმედა თაბოშვილი… კახეთის სამხარეო პოლიციაში მუშაობს და კაცი სირცხვილით იწვის… მაკა მოსიაშვილი ციხეში რომ იჯდა, მაშინ ეგ კუდმა „დაავერბოვკა”… მოსიაშვილმა გიორგი ბოტკოველს ქალი მიუგზავნა, მერე გადაუღეს ვიდეო და ასე „დაავერბოვკა” მერე ეს ბოტკოველი კუდმა! საბუთებიც არსებობს და ბოტკოველის კოდური სახდელი „დათო” იყო…”-ამბობს ჟურნალისტი.