პოდგორიცაში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ილია სულამანიძემ (-100). ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი დაამარცხა და სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ოქრო კარიერაში პირველად მოიპოვა. ილიამ პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედალი სწორედ კოცოევთან დათმო.
საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალური ასპარეზობა ოთხი მოპოვებული მედლით დაასრულა – ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ), რომელმაც ფინალში აიუბ ბლიევი დაამარცხა; ევროპის ვიცე-ჩემპიონები კი ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და ტატო გრიგალაშვილი(-81 კგ) გახდნენ. 27 აპრილს კი საქართველოს ნაკრები შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მიიღებს მონაწილეობას.
ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
კომენტარები