ბათუმში ქართველი პარამკლავჭიდელის, ვახტანგ ახობაძისა და ყირგიზი ბექბოსუნ ტოქტოსუნის მატჩრევანში გაიმართა 60კგ წონით კატეგორიაში. შეხვედრა ქართველის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
ახობაძე ყირგიზ სპორტსმენს პირველად გასულ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდა და ის დაპირისპირებაც მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ახობაძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია. პირველად ტიტულს ის 2015 წელს დაეუფლა, ხოლო მეორედ – 2024 წელს.
კომენტარები