ავსტრალიის არჩევნებში მმართველმა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. ავსტრალიის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის „ლეიბორისტულ პარტიას“ 150-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში 82 მანდატი აქვს მოპოვებული.
ოპოზიციური „ლიბერალურ ნაციონალური კოალიციის“ ლიდერმა, პიტერ დატონმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა და პრემიერ-მინისტრს გამარჯვება მიულოცა.
კომენტარები