პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ ინდოეთმა პაკისტანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ლაჩრული თავდასხმები განახორციელა.
„პაკისტანს აქვს სრული უფლება, ძალისმიერად უპასუხოს ინდოეთის მიერ თავსმოხვეულ ომის ამ აქტს და ძლიერი პასუხი უკვე გაცემულია“, – აღნიშნა პაკისტანის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, მთელი ერი პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს უჭერს მხარს მტერთან გამკლავების საკითხში.
მანამდე ინდოეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ოპერაცია „სინდური“, რომლის ფარგლებში დარტყმა მიაყენეს ტერორისტულ ინფრასტრუქტურას პაკისტანში და პაკისტანის მიერ ოკუპირებულ ჯამუსა და ქაშმირში, საიდანაც იგეგმებოდა და ხორციელდებოდა ტერორისტული თავდასხმები ინდოეთის წინააღმდეგ.
კომენტარები