საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს „თბილისი არენაზე“ გულშემატკივარს ელის.
„ვეთამაშებით საბერძნეთის ნაკრებს და მოგების შემთხვევაში გავინაღდებთ ევროპის ჩემპიონატის საგზურს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი მოვა, მხარს დაგვიჭერს და დაგვეხმარება გამარჯვებაში. ჩემი მოლოდინი არის ის, რომ საბერძნეთში განცდილი მარცხის შემდეგ აქ სამაგიეროს გადავუხდით და სოლიდური სხვაობით მოვიგებთ“, – განაცხადა ეროვნული ნაკრების წევრმა ზურაბ ცინცაძემ.
დღეს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს ზედიზედ მეორედ მოიპოვებს.
შეხვედრა „თბილისი არენას“ დარბაზში 17:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
კომენტარები