ფინეთში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა. დაღუპულია ხუთივე ადამიანი, რომლებიც ვერტმფრენების ბორტზე იმყოფებოდნენ.
შემთხვევა ქვეყნის დასავლეთით მდებარე ეურას მხარეში მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორივე ვერტმფრენი ესტონეთის დედაქალაქ ტალინიდან ფინეთის ქალაქ კოკემაკისკენ მიფრინავდა. ბორტზე ბიზნესმენები იმყოფებოდნენ.
როგორც ფინური მედია თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, კატასტროფამდე ვერტმფრენები მანევრებს ასრულებდნენ. ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა.
კომენტარები