ესპანეთში ლა-ნუსიას ევროპის თასი მიმდინარეობს. ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90კგ) ფინალში ესპანელი დანიელ ნიეტო დაამარცხა.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალურ შეხვედრამდე ავსტრიის წარმომადგენელი საიფ-ისლამ ისლამანოვი, ფრანგი იოან ბენეზრა და ნიდერლანდელი ტიგო რენესი დაამარცხა; ნახევარფინალში კი ბრაზილიელჟოაო სეგატელის იპონით სძლია.
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი ტურნირია, რომელშიც მან იასპარეზა.
კომენტარები