ჩილეში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ჩრდილოეთ ტარაპაკას რეგიონში, 103 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
ნგრევის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კომენტარები