დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვის ველაპარაკოთ? აი ვის და რაზე ველაპარაკებით?! დამოუკიდებლობის ხარისხი, დამოუკიდებლობის საკითხი არ გადაიხედება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის მისალოც წერილთან დაკავშირებით უპასუხა, სადაც არის მოწოდება დიალოგისკენ.
მისივე თქმით, რაც უფრო დამოუკიდებელი იქნება ქვეყანა, მით უფრო დარწმუნდება ყველა შიგნით და გარეთ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის გარეშე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები ვეღარასდროს მიიღება.
„დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვის ველაპარაკოთ? აი ვის და რაზე ველაპარაკებით?! დამოუკიდებლობის ხარისხი, დამოუკიდებლობის საკითხი არ გადაიხედება. ამის ქვეშ რომ ჩავშალოთ, გინდაც მენეჯერული ხარისხით, გინდაც პოლიტიკურით, ნებისმიერი მიმართულებით, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მონაპოვარი დღეს. გარდა იმისა, რომ რაღაც პროგრესს, სერიოზულს, სახვა და სხვა მიმართულებით, სფეროების მიხედვით შეგვიძლია გავყოთ, სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ, მე მიმაჩნია და არ მგონია გულწრფელად მოფიქრალ ქართველს ვინმეს მიაჩნდეს სხვაგვარად, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი დღევანდელი დღის, ჩვენი ხელისუფლების არის საქართველოს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რაც გვაქვს, იმიტომ, რომ უკანასკნელი ათწლეულების ისტორიის განმავლობაში, ასეთი ხარისხი ჩვენ დამოუკიდებლობისა არ გვქონია და ეს უზრუნველყოფს დანარჩენს ყველაფერს – პროგრესს, ევროინტეგრაციას, რეალურს და არა შანტაჟისთვის გამოყენებულ რაღაც ბერკეტებს, რეალურ კეთილდღეობას, სიამაყეს ქართველი კაცის და ქალის, აი ეს უზრუნველყოფს და რაც უფრო დამოუკიდებელი იქნება ქვეყანა, მით უფრო დარწმუნდება ყველა შიგნით და გარეთ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის გარეშე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები ვეღარასდროს მიიღება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.