როგორც ეტყობა, უახლოეს მომავალში გამოსწორდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და ის დაეფუძნება ჩვენთან თანასწორ ურთიერთობებს, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ტრამპის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი მილოცვის კომენტირებისას.
„მადლობა შეგვიძლია გადავუხადოთ პრეზიდენტ ტრამპს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვისთვის. მისასალმებელია ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ეს წერილი, დამოკიდებულება ქვეყნის პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის და ხალხის მიმართ. როგორც ეტყობა, უახლოეს მომავალში გამოსწორდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და ის დაეფუძნება ჩვენთან თანასწორ ურთიერთობებს და ეს იქნება გარკვეულწილად ათვლის წერტილი ახალი ურთიერთობებისთვის, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.