აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებები უკრაინაში ომზე, სადაც ის აკრიტიკებს ვლადიმირ პუტინს, არ უნდა განიხილებოდეს როგორც „იმედგაცრუება“.
„მე ამას იმედგაცრუებას არ დავარქმევდი. ეს არის განცხადება იმ ადამიანისგან, რომელიც სათავეში ედგა სამშვიდობო ძალისხმევას მრავალ სხვადასხვა რეგიონში. მან მკაფიოდ და ღიად გამოხატა თავისი აზრი მომხდარის შესახებ. ვფიქრობ, რუსეთმა ეს სერიოზულად უნდა მიიღოს. ამერიკა ნამდვილად სერიოზულად ეკიდება. პრეზიდენტს ხელთ აქვს მრავალი სხვადასხვა საშუალება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი პოზიცია ხელშესახები იყოს და მისი გამოყენება შესაძლებელი იყოს ამ ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
კომენტარები