რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მესამე მსოფლიო ომით დაემუქრა.
„რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს იმის შესახებ, რომ პუტინი „ცეცხლს ეთამაშება“ და რომ რუსეთს ცუდი რაღაც დაემართება. მე მხოლოდ ერთი ცუდი რამ ვიცი – მესამე მსოფლიო ომი. იმედი მაქვს, რომ ტრამპს ეს ესმის!“, – დაწერა მედვედევმა.
ცნობისთვის, გუშინ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პუტინი ცეცხლს ეთამაშება.
კომენტარები