იმ გაუგონარ თავხედობას, რასაც გარკვეული ელჩების მხრიდან აქვს ადგილი, წერტილი უნდა დაესვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, ზოგიერთ ელჩს ავიწყდება, რომ მისი მოვალეობა არის არა შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ სახელმწიფოთა შორის და ხალხთა შორის ურთიერთობის განმტკიცება.
„ასეთ ფაქტს მერამდენედ უნდა ჰქონდეს ადგილი? რატომღაც ზოგიერთ ელჩს ავიწყდება, რომ მისი მოვალეობა არის არა შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ სახელმწიფოთა შორის და ხალხთა შორის ურთიერთობის განმტკიცება. ვწუხვარ, მაგრამ უნდა შევახსენოთ, იქნებ, ვენის კონვენცია წაიკითხონ და ეს საერთაშორისო ურთიერთობები ხელახლა გადაიკითხონ. ელჩებს მოვუწოდებთ, ამ თავხედობას შეეშვან. ყველაფერს ზღვარი აქვს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
კომენტარები