დადგა დრო, ავიღოთ ვალდებულებები მშვიდობის მისაღწევად და დავიწყოთ კეთილდღეობის ახალი ერა სამხრეთ კავკასიის ხალხებისთვის, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ილჰამ ალიევისთვის მიწერილ წერილში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ აგრძელებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერას.
„კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობას და მეტ შესაძლებლობას შექმნის აშშ-თან თანამშრომლობისთვის. დადგა დრო, ავიღოთ ვალდებულებები მშვიდობის მისაღწევად და დავიწყოთ კეთილდღეობის ახალი ერა სამხრეთ კავკასიის ხალხებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წლებისა და ათწლეულების განმავლობაში გავაღრმავებთ პარტნიორობას“, – აღნიშნულია წერილში.
კომენტარები