კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ევროპაში, განსაკუთრებით გამოხატული თანხვედრით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, იმ პოლიტიკასთან, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ატარებს, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმა ევროპაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კონსერვატიული ფასეულობების გასაჟღერებლად.
„საქართველო ტრადიციულად მონაწილეობს ამ ღონისძიებაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ევროპაში, განსაკუთრებით გამოხატული თანხვედრით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, იმ პოლიტიკასთან, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ატარებს და ამ თვალსაზრისით სწორედ ეს ხაზი ევროპაში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა სწორედ იმ ფასეულობების გასაჟღერებლად და გასაძლიერებლად, რასაც ემსახურება სწორედ კონსერვატიული მიმართულებები, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ევროპაში ნამდვილად არის ის გამოწვევები, უკავშირდება სწორედ ამ ფასეულობების დაცვას და აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელსაც საქართველოც აქტიურად იყენებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია იხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. კონფერენციას ვიქტორ ორბანი გახსნის, მონაწილეებს ის ტყვით მიმართავს ირაკლი კობახიძე. მთავრობის მეთაური უნგრეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.