ნიკა მელიას რა პოლიტიკური მოტივი აქვს, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ უკვე არასერიოზულად გამოიყურება, როდესაც კანონს ეთამაშება და ჰგონია, ეს მას პოლიტიკურ ქულებს მატებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში ყველგან გირაოს გადაუხდელობა ერთნაირ შედეგს იწვევს.
„ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გადახდა შეეფარდა, მან კარგად იცოდა, რა მოჰყვებოდა გირაოს გადაუხდელობას. ეს შედეგი მოჰყვება ყველგან, მსოფლიოში, სადაც გირაოს მექანიზმი მოქმედებს. თუ არ გადაიხდი გირაოს ამერიკაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ანალოგიური შედეგი დადგება. ნიკა მელია ამ ყველაფერს ისევ შეგნებულად აკეთებს და უკვე არავის ნებაზე არ არის დამოკიდებული ის, რაც შეიძლება სასამართლომ გადაწყვიტოს. კანონის მოთხოვნა ასრულდება და ეს იქნება. ნიკა მელიას რა პოლიტიკური მოტივი აქვს, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ უკვე არასერიოზულად გამოიყურება, როდესაც კანონს ასე ეთამაშება და ჰგონია, რომ ეს მას პოლიტიკურ ქულებს მატებს. არაფერს არ მატებს და პასუხსაც კანონის შესაბამისად აგებს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.