ნიკა მელია გირაოს გადახდა-არგადახდის სერიალის მეორე სეზონს იწყებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, დაახლოებით ორი-სამი წლის წინ პირველი სეზონი იყო, როდესაც თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და გადაიხადა.
„ციხეში არ შევალო და შევიდა, ციხიდან არ გამოვალო და გამოვიდა, პარლამენტში არ შევალო და შემოვიდა, პუფი ვიქნებიო და მაინც შემოვიდა. მისი ეს არასერიოზულობა დასრულდა და ახლა ისევ მეორე სეზონს იწყებს, რომ გირაოს არ გადაიხდის.
ელჩებს შევახსენებ, რომ საკითხს როგორც მაშინ მიუდგნენ არასერიოზულად და შემდეგ გირაო ევროკავშირმა გადაუხადა, ხოლო სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მელიას დაკავება კანონიერი იყოო და ამით ევროკავშირის წარმომადგენლობა არ გაამართლა, იგივე უხერხულობაში არ აღმოჩნდნენ, როცა ნიკა მელია კანონის დარღვევას ისევ აპირებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.