თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ამერიკის საელჩოს განცხადებასა და ბიძინა ივანიშვილის პასუხზე ისაუბრა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საელჩოს განცხადება დიფ სთეითის ინტერესებით იყო ნაკარნახევი, ივანიშვილის პასუხი კი არა ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული.
„შეარჩიეს არასწორი დრო – მილოცვიდან მეორე დღეს. ნახეს, რომ დიფ სთეითის ინტერესები ძალიან შეილახა საქართველოში, მათი აგენტურა დაბნეულ მდგომარეობაში იყო და ვითომ მაშველი რგოლი გადაუგდეს და რაღაც ახალი თემა შემოიტანეს. რა თქმა უნდა, ბატონ ბიძინასთან შეხვედრა გულწრფელი ურთიერთობების გარკვევისთვის არ იყო შემოტანილი. ეს სახელმწიფოებრიობის დაკნინების ელემენტსაც შეიცავდა, მაგრამ ერთი რამ ვერ განსაზღვრეს – ისინი მხოლოდ ტაქტიკით მოქმედებენ, ბატონი ბიძინას შესაძლებლობები უფრო სტრატეგიულია და ამ ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა გამოვიდა და გამოვა კიდევაც, იმიტომ რომ მან ზუსტად იცის, რა უპასუხოს“,, – განაცხადა შარმანაშვილმა.