ქმედება, რაც სასამართლო დარბაზში ჩაიდინა, კრიტიკას ვერ უძლებს. პირდაპირ შეგვიძლია ამ ადამიანს დავარქვათ ის სახელი, რაც ჰქვია, ეს არის ამორალური კრიმინალი, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.
„ქმედება, რაც სასამართლო დარბაზში ჩაიდინა, კრიტიკას ვერ უძლებს. პირდაპირ შეგვიძლია ამ ადამიანს დავარქვათ ის სახელი, რაც ჰქვია, ეს არის ამორალური კრიმინალი. მის მიმართ ცხადია, რომ სახელმწიფოც და კანონმდებლობაც იქნება ადეკვატური. ყველა კრიმინალის მიმართ, ვინც ჩაიდენს მსგავს ქმედებას, შეურაცხყოფას მიაყენებს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს, მოსამართლეს, მის მიმართ კანონი იქნება ადეკვატური და მკაცრი. საკუთარ თავს მოსთხოვოს პასუხი ნიკანორ მელიამ პირველ რიგში“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.