საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ „პსჟ“-ს უმასპინძლა. ემანუელ მაკრონმა პარიზის საფეხბურთო გუნდი მთელი შემადგენლობით ელისეს სასახლეში მიიწვია.
სხვა ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტს ხვიჩა კვარაცხელიაც ესტუმრა. ის პირველი ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა და მეორე ქართველი, ვისაც ლიგა მოგებული აქვს – კახა კალაძე „მილანთან“ ერთად ჩემპიონთა თასის მფლობელი ორჯერ გახდა.
„ის, რაც თქვენ მოედანზე გააკეთეთ, შესანიშნავი იყო და ჩვენ ყველანი ამას ვგრძნობდით, 5 გატანილი გოლი და არცერთი გაშვებული. გუნდმა უმაღლესი სტანდარტის ნაყოფი აჩვენა. თქვენ ეს გააკეთეთ. თითოეული მოთამაშის, მწვრთნელებისა და მედპერსონალის წყალობით, „პსჟ“ რჩება დიდ თავგადასავლად. თუ ის აგებს – აგებს ბევრს და როცა იგებს ბევრ იგებს, ის სანახევროდ არაფერს აკეთებს“, – განაცხადა მაკრონმა.
„პსჟ“-მ კი მთავარი საკლუბო ტიტული ისტორიაში პირველად მოიგო. პარიზელებმა ფინალში მილანის „ინტერი“ 5:0 დაამარცხეს.