5 ივნისს ქუთაისში დღისით +25 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ.
მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15, იქნება მცირედი ქარი. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმში. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში იწვიმებს, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.
უნალექო დღეა ბორჯომშიც, +25 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც მზიანი დღეა. დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმაა ნავარაუდევი. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში უნალექო დღე იქნება, დღისით +18, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება თელავში, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში უნალექო ამინდს ელოდებიან. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღე იქნება. დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.