ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე პრეზიდენტს ხატია წილოსანის კანდიდატურა წარედგინა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ხატია წილოსანის კანდიდატურა“, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
კომენტარები