ოპოზიციას თავმოყვარეობა არ აქვს. შეუძლიათ იძახონ „არ შევალთ პარლამენტში“ და შემდეგ „პუფებივით“ შედიან პარლამენტში. შეუძლიათ იძახონ, რომ „არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში“ და შემდეგ „პუფებივით“ მიიღონ მონაწილეობა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიცია გააკეთებს იმას, რასაც გარედან უბრძანებენ.
„ჩვენ ვნახეთ, როგორც კი რასა იუკნევიჩიენე ჩამოვიდა, როგორც კი უცხოელებმა მისცეს მითითებები, როგორ შეცვალეს ნარატივი მათ შორის „ლელოში“. დანარჩენი ყველაფერი თამაშია.
ოპოზიციას თავმოყვარეობა არ აქვს. შეუძლიათ იძახონ „არ შევალთ პარლამენტში“ და შემდეგ „პუფებივით“ შედიან პარლამენტში. შეუძლიათ იძახონ, რომ „არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში“ და შემდეგ „პუფებივით“ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. რატომ? იმიტომ, რომ აკეთებენ იმას, რასაც ეუბნებიან უცხოეთიდან.
ეს არის საბოლოო ჯამში რა არჩევანიც გააკეთა ქართველმა ხალმა 26 ოქტომბერს პოლიტიკურ გუნდებს შორის. ერთ მხარეს იყო ქართველი ხალხის ინტერესზე დაყრდნობილი და ქართველი ხალხის კარნახით მოქმედი „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს უცხოელების კარნახით მოქმედი.
ასე, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რას ეტყვიან უცხოელები“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.