გიორგი ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”მოგესალმებით,
ზოგადად აქტიურობით, პოსტებით და მოწოდებებით არ გამოვირჩევით, თუმცა გუშინდელ ამბავს უპასუხოდ არ დავტოვებთ.
პრიველ რიგში ყველას ბიჭებს ვინც არიან დღეს პატიმარობაში ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა, ეს ესე იყო ყოველთვის და ესეა დღესაც!
მეორე, ჩვენ ქართული- ტრადიციული ღირებულებებით გავიზარდეთ და ჩვენი ნატალიასთვის და დღეს უკვე უფრო დიდი ოჯახისთვის ვარსებობთ რაც თავი გვახსოვს.
ასევე, სოც.ქსელებში და მსგავს პლატფორმებზე პოლიტიკურ ამბებში გარევას ყოველთვის ვერიდებოდით, რადგან საქართველოში შეუძლებელია რაიმე აზრი გქონდეს და რომელიმე მხარეს არ მიგაკუთვნონ, თუმცა ქმედებით ყოველთვის ვაფიქსირებდით ჩვენს გულიდან წამოსულ სიტყვას და ქმედებას აქციაზე გასვლით, კონცერტების გაუქმებით თუ ზოგადად ჩვენი აზრი დაფიქსირებით საზოგადოებაში.
ადრეც ჩაგვიტარებია კონცერტი არაერთ უნივერსიტეტში და მათ შორის თსუშიც. რაც შეხეება გუშინდელ დღეს ერთ-ერთი რიგითი კონცერტი დაიგეგმა სტუდენტებისთვის. სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირდებით და დღევანდელი გადმოსახედიდან როგორც ვვარაუდობთ, იქ მყოფმა ადმიანებმაც არ იცოდნენ აღნიშნული სიტუაციის შესახებ, რადგან კონცერტის განმავლობაში მსგავსი არაფერი იგრძნობოდა.
თსუს თვითმართველობასთან ჩვენი ურთიერთიბა დასრულებულია და
თსუში ეს ჩვენი ბოლო ღონისძიებაა, ვფიქრობთ ყველასთვის გასაგებია რატომაც.
კონცერტის ბოლოსკენ იყო ის ამბავი ბიჭი რომ ამოხტა და ვერავინ, ჩვენით დაწყებული ბენდით დამთავრებული ვერ გაიგო რა უნდოდა ,არაფერი ისმოდა და ამიტომ გავაცილეთ სცენიდან. მიკროფონი კიდე ჩვენს კონცერტზე ყველასია და ვინც ყოფილა იცის რომ მიკროფონი სულ ჩამოტარებითაა ხოლმე, თუმცა შესაბამისი ფორმაა საჭირო.
ერთი რაღაცაც ვერ გავიგეთ, სცენასთან ვიდექით 2 საათი დაწყებამდე, თუ სიკეთით მოსული ადამიანი იყო მანამდე მოსულიყო კაცურად და ეთქვა ბიჭებო აქციაა რა დროს კონცერტიაო და გავუგებდით, ათასჯერ გაგვიუქმებია მსგავსად კონცერტი, მაგრამ ალბათ რეიტინგი არ დაიწერებოდა, საწყენია.
“სირცხვილიას” გოგოებს რაც შეეხებათ, თუ იცოდით რაც ხდებოდა და კონცერტზე მოხვედით ეგ უფრო დიდი სირცხვილია ჩემო კარგებო.
ჩვენს პატარა და დიდგულა საქართველოს დიდება,მშვიდობა და ერთიანობა რაც ყველაზე მეტად გვაკლია!!
ჩვენს საყვარელ ქართველებს კი ერთს ვურჩევთ, კაცი წაბორძიკებული არაა ჩაწიხვლას რომ იწყებთ, ერთის საშველად მეორეს წიხლავთ. არამგონია კარგი მიდგომა იყოს ან რომელიმე გაგებით გამართლებული!
და ბოლოს, ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს, სანამ ერთად ვართ ყველაფერი მაგრად იქნება და ყველაფერი გაივლის!!
პ.ს. კიდევ გვინდოდა რაღაცეების დაწერა, ზრდილობა და აღზრდა არ გვაძლევს საშუალებას.
მადლობა ყურადღებისთვის,
გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები
“ჭოხოები””
მოგესალმებით,
ზოგადად აქტიურობით, პოსტებით და მოწოდებებით არ გამოვირჩევით, თუმცა გუშინდელ ამბავს უპასუხოდ არ…
Posted by Giorgi Chokhonelidze on Friday, June 13, 2025