„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდის განცხადებას ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. ექსპერტი მიიჩნევს, რომ რეალური მიზეზი ბირთვული საფრთხეების არსებობა შესაძლოა არც იყოს, ვინაიდან 2 თვის წინ ამერიკელი პოლიტიკოსის საპირისპიროს ასახელებდა და აცხადებდა, რომ ირანს შეჩერებული ჰქონდა ბირთვულ იარაღზე მუშაობა.
„ცოტა ხნის წინ, ტულსი გაბარდი გვარწმუნებდა, რომ ირანს შეჩერებული ჰქონდა ბირთვულ იარაღზე მუშაობა და ორი თვის შემდეგ რა შეიცვალა, ასე უცებ შექმნეს?
მიზეზი ბირთვული იარაღია, ვითომ?
20 წლის წინ, ერაყში ქიმიურ იარაღს, რომ ეძებდა ამერიკა და თავზე დაიმხო მთელი ახლო აღმოსავლეთი, ბოლოს კი გაირკვა, იქ სულაც არ ყოფილა ქიმიური იარაღი, გახსოვთ?!
უფრო ადრე, 70-იანი წლების ბოლოს, ირანის შაჰის დამხობას, რევოლუციას და აიათოლების რეჟიმის დამყარებას, ვინ შეუწყო ხელი?!
ამავდროულად, 80-იან წლებში სადამ ჰუსეინს ვინ უჭერდა მხარს?” – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.
ცოტა ხნის წინ, ტულსი გაბარდი გვარწმუნებდა, რომ ირანს შეჩერებული ჰქონდა ბირთვულ იარაღზე მუშაობა და ორი თვის შემდეგ რა შეიცვალა, ასე უცებ შექმნეს?
მიზეზი ბირთვული იარაღია, ვითომ?
20 წლის წინ, ერაყში ქიმიურ იარაღს, რომ ეძებდა ამერიკა და თავზე დაიმხო მთელი ახლო აღმოსავლეთი, ბოლოს კი გაირკვა, იქ სულაც არ ყოფილა ქიმიური იარაღი, გახსოვთ?!
უფრო ადრე, 70-იანი წლების ბოლოს, ირანის შაჰის დამხობას, რევოლუციას და აიათოლების რეჟიმის დამყარებას, ვინ შეუწყო ხელი?!
ამავდროულად, 80-იან წლებში სადამ ჰუსეინს ვინ უჭერდა მხარს ?
სულ ახლახან, ერთი წლის წინ, სირიის ახლანდელ ლიდერზე, ნადირობა რომ იყო გამოცხადებული, როგორც ტერორისტზე და დღეს, დიდი ზარზეიმით იღებენ წითელ ხალიჩებზე, ეგ როგორ გავიგოთ?!
სამწუხაროდ, შედეგების მასშტაბი და პროგნოზი შეუძლებელია. ყველა თავისკენ ითრევს ზეწარს და ამ უბედურებებს დასასრული არ უჩანს.
აზერბაიჯანი ისრაელს გულშემატკივრობს, სომხეთი ირანს, ჩვენ კი მხოლოდ მშვიდობას უნდა თანავუგრძნოთ.
მხარის არჩევა მეტ-ნაკლებად სამართლიანობისა თუ სხვა მიზეზით, ჩვენთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს შექმნის.
სწორედ, პრაგმატული პოლიტიკაა, რასაც ჩვენი სამშვიდობოზე გაყვანა შეუძლია.
მშვიდობა საქართველოსა და სრულიად სამყაროს.
ღმერთმა გონი მისცეს კაცობრიობას, რომელიც სუიციდისკენაა მიდრეკილი.
@გამორჩეულებში დამატება
Posted by Zurab Kadagidze on Sunday, June 15, 2025