ზურა ხაჩიძე თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”დილიდან ვაპირებდი დამეწერა სტატუსი და ამ დრომდე ვერ მოვახერხე…
პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტია “ქართულ ოცნებას”, იმისათვის რომ მომცა საშუალება 2019 წლიდან დღემდე, ვყოფილიყავი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე.
ასევე მადლობა უმაგრეს ადამიანს ბესიკ ამირანაშვილს, მასთან ერთად და მისი დახმარებით სახელმწიფო სამსახურში ყოფნის პერიოდში ფასდაუდებელი გამოცდილება შევიძინე. აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა ჩემთვის
დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო. მადლობა ყველას, ვინც მომცა საშუალება, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი რეგიონისთვის!
მადლობა თითოეულ ჩემს თანამშრომელს გვერდით დგომისთვის. რეგიონის კეთილდღეობისთვის და განვითარებისთვის, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.
წარმატებებს ვუსურვებ ამჟამინდელ რწმუნებულს ბატონ ზაალ გელაშვილს!
ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო “ქართულ ოცნების” რიგითი
წევრი და მხარდამჭერი.
ღმერთი ფარავდეს, ჩემთვის საამაყო
რეგიონს და სრულიად საქართველოს!”
ზურა ხაჩიძემ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის პოსტი დღეს დატოვა.
დილიდან ვაპირებდი დამეწერა სტატუსი და ამ დრომდე ვერ მოვახერხე…
პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტია “ქართულ…Posted by Zura Khachidze on Monday, June 16, 2025