17 ივნისს ქუთაისში დღისით +24 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექიან ამინდს ვარაუდობენ.
წვიმას ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
იწვიმებს ფოთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღეა სოხუმში. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმაა, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი დღე იქნება. ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
იწვიმებს ჭიათურაში, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ნალექიანი დღეა ბორჯომში, +24 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში ნალექიანი დღეა. დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში იწვიმებს, დღისით +15, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდი იქნება თელავში, სადაც დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმიანი დღე იქნება. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ნალექიანი ამინდი იქნება. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.