კოდორის ხეობაში სატვირთო მანქანა, რომელსაც ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა. სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, მანქანაში 6 ადამიანი იმყოფებოდა. 5 მათგანი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრის ლევ კვიცინიას ინფორმაციით, ერთი მესაზღვრის ბედი ამ დრომდე უცნობია, მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.
„ტასის“ ცნობით, შემთხვევა კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთაში, სოხუმიდან 50 კილომეტრში გუშინ საღამოს მოხდა.
კომენტარები