პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, უსმენენ 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულ, გიორგი ჩითარიშვილს უსმენენ.
გიორგი ჩითარიშვილის განცხადებით, 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევას წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ოპერაციას უწოდებს, რადგანაც ხელისუფლებას სურდა სცენარის გათამაშება, თითქოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები პოლიციის შენობაში შეჭრას აპირებდნენ.
„მე თითქმის ყველა საპროტესტო აქციაში მიმიღია მონაწილეობა. 15 ივნისს თავისის სისასტიკით, წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ოპერაციას დავარქმევდი, კი იყო 26 მაისი, 7 ნოემბერი, მაგრამ 15 ივნისი იყო რაოდენობრივად, ერთ ადამიანზე საშუალოდ 7-8 კაცი მოდიდოა, რომლებიც დაუნდობლად გვირტყამდნენ.
15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან მისვლის მოტივაცია იმაში იყო, რომ ჩვენ ახალგაზრდები საპროტესტო ტალღა მინელებული იყო იმ პერიოდისთვის ხდებოდა სახლებიდან დაკავებები, ოღონდ სხვანაირი ფორმებით ხვდებოდნენ, სცემდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
სამმართველოსთან მისვლის მოტივი იყო ის, რომ ჩვენ არ ვმალავთ ჩვენს სახელებს და გვარებს, არ ვმალავთ ჩვენს ვინაობას, იმიტომ რომ ნებისმიერ ადგილას გადაადგილებისას გიღებენ, ვბრძნობდით რომ მარტოები არ ვიყავით.
15 ივნისი იყო ზე მშვიდობიანი აქცია, კადრებშიც ჩანს. ეს იყო წინასწარ განზრახული თავდასხმა, მათ უნდოდათ სცენარი დაედგათ ჩვენ ვითომ ვიჭრებოდით და მოგვიანებით ეკა ზღულაძემ 3-4 საათში გააკეთა განცხადება, რომ თითოს ჩვენ პიკეტირებას და პოლიციის შენობაში შეჭრას ვცდილობდით“, – განაცხადა გიორგი ჩითარიშვილმა.