თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში ცენტრალური ქუჩების მორეცხვა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. წერეთლის გამზირზე სპეცტექნიკით მოირეცხა გზის სავალი ნაწილი, მიწისქვეშა ურნები, გაჩერებები და საგზაო მონიშვნები.
ადგილზე იმყოფებოდნენ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი.
მერიის ცნობით, მთელი ზაფხულის განმავლობაში „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცმანქანებით გააგრძელებენ ქუჩების მორეცხვას. ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით ირეცხება ნაგავშემკრები კონტეინერები, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები და მიწისქვეშა გადასასვლელები.
კომენტარები