ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ამერიკული „ფარას“ ანალოგი, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტსა და „გრანტების შესახებ“ კანონზე.
„დეტალურად გავიარეთ ის განჩინება, რომლითაც მოვითხოვეთ გარკვეული ინფორმაცია გარკვეული ორგანიზაციებისგან. ეს მოთხოვნები არავითარ შემთხვევაში არ არის შემხებლობაში იმ დაცულ უფლებასთან, რაც კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობას აწესრიგებს. დაიწყო მთელი რიგი დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს ანტიკორუფციული ბიურო ისეთ დაცულ ინფორმაციას ითხოვს, როგორიცაა ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტაცია. ეს არის დეზინფორმაცია. საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა კანონით არის დაცული და ამ უფლებებს ანტიკორუფციული ბიუროც არ შეეხება“, – აღნიშნა კუპრაშვილმა.