აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ სურს ისრაელს მოსთხოვოს ირანის წინააღმდეგ დარტყმების შეწყვეტა, მიუხედავად იმისა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებების წარმატებისთვის ასეთი შეჩერების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ვფიქრობ, ამჟამად ამ მოთხოვნის გაკეთება ძალიან რთულია“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
„თუ ვინმე იმარჯვებს, ამის გაკეთება ცოტა უფრო რთულია, ვიდრე მაშინ, როცა ვინმე აგებს. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, გვსურს და შეგვიძლია, და ვესაუბრებით ირანს“, – აღნიშნა მან.
„ისრაელი კარგად ასრულებს საქმეს ომის კუთხით, და… ირანი ნაკლებად კარგად. ცოტა რთულია, ვინმე შეაჩერო“, – დასძინა მან.
კომენტარები