მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისკენ მიდის და ეს შემაშფოთებელია, – განაცხადა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.
„კონფლიქტი ძალიან გვაშფოთებს. ის იზრდება თვალსა და ხელს შუა და პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზე. ეს კი არა მარტო ყურადღებას, არამედ გამოსავლის ძიებას საჭიროებს, რას სასურველია მშვიდობიანი საშუალებებით მოხდეს. ირანს აქვს უფლება ატომის მშვიდობიანი მიზნებით გამოყენებისთვის. ჩვენ ირანის გარშემო ვითარების სირთულის მიუხედავად ბუშერში ატომური რექტორი ავაშენეთ, გავაფორმეთ კონტრაქტი კიდევ ორ ბირთვულ რეაქტორზე და რთული ვითარებისა და გარკვეული საფრთხეების მიუხედავად ვაგრძელებთ ამ მუშაობას“, – თქვა პუტინმა.
კომენტარები