მძიმე წონის ჩემპიონის, ჯონ ჯონსის სპორტიდან წასვლის შემდეგ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ, UFC-მ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა, რომლის სამეულში ორი ქართველი მებრძოლია – მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია.
რეიტინგის ლიდერი მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ისლამ მახაჩევია. სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მეორეა, ხოლო ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრის ყოფილი მფლობელი ილია თოფურია – მესამე.
დვალიშვილმა 8 ივნისს თავისი ქამარი მეორედ დაიცვა, მან შონ ო’მალი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა, ხოლო თოფურია მსუბუქ დივიზიონში (70კგ) თავის საჩემპიონო ბრძოლას 29 ივნისს ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირასთან გამართავს.
UFC-ის ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P):
- ისლამ მახაჩევი
- მერაბ დვალიშვილი
- ილია თოფურია
- დრიკუს დუ პლესი
- მაგომედ ანკალაევი
- ალექსანდერ ვოლკანოვსკი
- ჯეკ დელა მადალენა
- ტომ ასპინალი
- ალექსანდერ პანტოჟა
- ალექს პერეირა
- მაქს ჰოლოუეი
- ბელალ მუჰამედი
- ჩარლზ ოლივეირა
- არმან ცარუკიანი
- ხამზატ ჩიმაევი
კომენტარები